- სამხედრო ვალდებულება
- საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს დაცვა 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს: სამხედრო აღრიცხვას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურს, რეზერვს. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება - ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
Georgian encyclopedia. 2013.